“ეს არ იყო ნიკა გვარამიას განაჩენი, ეს არ იყო მთავარი არხის განაჩენი, ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა” – ამბობს “მთავარი არხის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, დიკო ჯოჯუა, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადებული განაჩენის შემდეგ.
“ჩვენს გუნდს ნიკა გვარამიას ლიდერობით არაერთი შეტევის მოგერიება მოგვიხვდა სახელმწიფოს მხრიდან. ეს გრძელდებოდა 10 წლის განმავლობაში. გეთანხმები, ეს იყო ყველაზე მძიმე შეტევა ჩვენზე, ნიკაზე და მთავარ აზრზე, მაგრამ ყველას ვაძლევ პირობას, გულწრფელად ვამბობ, რომ ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ვართ, ვიქნებით ისეთები, როგორიც არასოდეს იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი დღეს ისეთი გაბრაზებულია, როგორც არასდროს, ისეთი ძლიერია როგორც არასოდეს და ისეთ პასუხს მიიღებს ხელისუფლება, როგორიც ჩვენი მხრიდან არასოდეს არ მიუღია და ამისთვის უნდა იყოს მზად.
ეს არის გახრწნილი ხელისუფლება, რომელიც არის თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული და ასეთი უგუნური და მძიმე გადაწყვეტილებით საკუთარ თავს განაჩენს გამოუყვანს. ეს არ იყო ნიკა გვარამიას განაჩენი, ეს არ იყო მთავარი არხის განაჩენი ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა. ახლა იწყება ახალი ბრძოლა და ახალი ომი”, – ამბობს დიკო ჯოჯუა
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.