ოზურგეთმა ფრენბურთში გურიის ჩემპიონატს უმასპინძლა

დღეს, 17 მაისს ოზურგეთის სპორტის სასახლემ ფრენბურთში ( 2005 – 06 წწ) გურიის ჩემპიონატს უმასპინძლა.
შეჯიბრში : ვაკიჯვრის,ბოხვარის, მაკვანეთის, ნარუჯის ლიხაურისა და ჯუმათის სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა.ჯამში ექვსმა სკოლამ იასპარეზა.
თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
საბოლოოდ გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული ნარუჯის სკოლამ მოიპოვა.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ჯუმათის სკოლას ერგო.
 ბრინჯაოსა და მესამე ადგილს ვაკიჯვრის სკოლა დასჯერდა.
 გუნდები ჩემპიონატისთვის სერგო რობაქიძემ და ზაზა ქარჩილაძემ მოამზადეს.
 გურიის პირველობას საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი , გიორგი ქართველიშვილი და ვიცე – პრეზიდენტი ალექსანდრე გასვიანი დაესწრო.
 ღონისძიება გაიმართა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული და გურიის ფედერაციის,, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით.
 გამარჯვებული გუნდები თასებით, სიგელებით, მედლებით და ფასიანი პრიზებით დაასაჩუქრეს.
 შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების სპეციალური პრიზი კი ასპარეზობის საუკეთესო მოთამაშეს გადასცეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share