საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დღეს, 29 დეკემბერს, 9:00 საათზე, საჯარო სხდომაზე განიხილავს.
როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას.
“ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.
სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 90
"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
- 89
ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ - სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი - მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი - რაც შემეძლო მივრბოდი,…
- 89
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილება - "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცეს. საუბარია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის, დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე. ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა, არის 30-მდე ობიექტი - მათ შორის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი",…
- 89
"პანდემიის მიუხედავად, განათლების ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა"-განცხადა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. "განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და, ამავე დროს, გვაძლევს საშუალებას, მეტად გავაქტიურდეთ, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ…