“კობახიძემ ოპოზიცია თავის ფორმატში გადაიყვანა, ეს “ოცნების” მორიგი გამარჯვებაა”

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციას მოუწოდებს, დატოვოს პარლამენტი, თუ თვლის რომ არჩევნები გაყალბებულია, სხვა შემთხვევაში აღიაროს ოცნება ლეგიტიმურ ხელისუფლებად.

მისი შეფასებით, დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიცია ხალხის ნდობას კარგავს:

“ის, რომ კობახიძემ ოპოზიცია თავის ფორმატში გადაიყვანა, ეს “ქართული ოცნების ” მორიგი გამარჯვებაა. ამიტომ ჯობია თავი გაანებონ კობახიძესთან პოლემიკას და თუ მართლა თვლიან, რომ არჩევნები გაყალბებულია, დატოვონ პარლამენტი. თუ არა და აღიარონ, რომ “ოცნება” ლეგიტიმური ხელისუფლებაა. ასე კი, მხოლოდ ხალხის ნდობა იკარგება,  რადგან ამ  სანახაობაში ხალხის ტკივილს აღარავინ ახმოვანებს: გაზრდილი პროცენტები, ვალაუვალობა, ქვეყნიდან გაქცევა, დემოგრაფიული კატასტროფა…

ეს არის მთავარი დღეს და არა ის ცირკი და დაუსრულებელი პინგ-პონგი კობახიძე-ღარიბაშვილებთან, რასაც ყოველ დღე გვაყურებინებენ” – აცხადებს ჭიჭინაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share