“თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ტაშს უკრავს მისი პოლიტიკური მეგობრის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანი მოსამართლის დისკრიმინაციას და აცხადებს, ჩემი ქვეყნის გადასახადის გადამხდელს არ ესიამოვნება ასეთი მოსამართლის ტრენინგის დაფინანსებაო. ქართველებს ხომ, რას ბრძანებთ, სიამოვნების ჟრუანტელი მოგვგვარა ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დაკნინების თქვენეულმა მცდელობამ, ბატონო იან!…
მაგრამ მე არ მიკვირს. არ მიკვირს, რადგანაც 2013-2018 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ძირეული რეფორმის სამი ფუნდამენტური ტალღისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ინიციატორი გახლდათ და ბატონმა იანმა ისე ჩაამთავრა ელჩობა, რომ მის კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ ვეღირსე. არადა, ეს რეფორმები ხომ იმ ქვეყანას დარჩა სასიკეთოდ, ასე რომ ჰყვარებია, თურმე.
წერს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი Facebook-ზე.