საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანას ითხოვს.
“მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის”, – განაცხადა ალასანიამ “ვივა მედში”, სადაც მან სააკაშვილის მკურნალი ექიმი მოინახულა.
საუბრის თემა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს, და ძლიერი ტკივილები აქვთ.
„კვლევებიც ალბათ გრძელდება, ამ შაბათ-კვირას ალბათ არ იქნება, მაგრამ მერე რას უპირებენ, ესეც არ ვიცი. რაღაც გაგრძელდება ალბათ, არ ვიცი. მირჩევნია, რომ უკვე დროზე გაიყვანონ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს. ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აცხადებს გიული ალასანია.