“ყველა პირს, ვინც მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას ე.წ. გადაძახილში მონაწილეობდა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას, დეპუტატ ეკა ხერხეულიძის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკა ხერხეულიძემ იუსტიციის მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, რომ გლდანში „მოეწყო განზრახ მომზადებული ე.წ. შუმოკი და ეს არის ამ ხელისუფლების „ნოუ-ჰაუ”.
„ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გამოიყენებთ რუსულ ტერმინებს, ქართულად გადაძახილი ჰქვია, ყველა იმ პირს, რომელიც ამაში მონაწილეობდა, 31 პირი იყო, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და, ბუნებრივია, შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც ასე ხელაღებით ამტკიცებთ, რომ ეს იყო ხელისუფლებისგან მართული”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.