“ევროვიზიის” წლევანდელმა გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra, საქველმოქმედო აუქციონზე კონკურსში მიღებული თასი 900 000 დოლარად გაყიდა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 3 “დრონს” შესაძენად გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“მეგობრებო, თქვენ წარმოუდგენელები ხართ! ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც ამ აუქციონზე შემოწირულობა გააკეთა და განსაკუთრებით, Whitebit-ის გუნდის, რომელმაც თასი 900 000 დოლარად შეიძინა და ახლა, ჩვენი თასის მფლობელი გახდა. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.