სკანდალურად ცნობილი თურქი ბიზნესმენისა და ქართული ოცნების გზები საბოლოოდ გაიყო. ხელისუფლებასთან დაახლოებული გალიფ ოზთურქი, რომელიც ამ დრომდე გავლენიანი მფარველების კეთილგანწყობით სარგებლობდა, დაკავებულია. მას გადასახადებისგან თავის არიდებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან.
ბიზნესისა და საქართველოში მშვიდად ცხოვრების გარანტიები, რომელიც ოზთურქს პრემიერისგან და მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრებისგან ჰქონდა მიღებული, აჭარის მთავრობის მეთაურთან დაპირისპირების შემდეგ ჩამოერთვა .
ოზთურქისა და რიჟვაძის ინტერესთა კონფლიქტმა კი ხელისუფლების ზედა ეშელონამდე მიაღწია, რასაც ბათუმის ცენტრში სპეცოპერაცია მოყვა.
მთავარი არხი