მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში, ქართველი სპორტსმენი, სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა.

ცნობისთვის, საქართველოს საუკეთესო მოფარიკავეს ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share