მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი ევროპის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მიზანმიმართული მავნებლობის დამსახურებაა ის, რაც დღეს თქვა ევროპამ. ვისაც გგონიათ, რომ ეს კარგია ქვეყნის მომავლისთვის და ევროპაში ჩვენს იდენტობას და მომავალს საფრთხე ელოდება სწორედ თქვენზეა პასუხისმგებლობა იმისა, რომ ქვეყანა უკან მიდის.
ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ მოლდოვა უკეთესად წარმოჩინდა ვიდრე ჩვენ. უკრაინაში ომია და ამით ამართლებდნენ ამ ყველაფერს მაგრამ მოლდოვაში რა ხდება? მოლდოვა რატო? რითი გვაჯობა? იმით ხომ არა რომ გარეთიანდნენ ერთი მიზნის გარშემო და დაიკიდეს ვინ ვისი მომხრეა, იმით ხომ არა რომ გაიაზრეს, ვინ არის მტერი, იმით ხომ არა რომ კერპთაყვანისმცემლობას გადაეჩვივნენ?! ჩვენ კიდევ ჩვენ ვჭამოთ ერთმანეთი და ვუძახით რუსეთს ბაბაია და ვინც ვითხოვთ თავისუფალ საქართველოს ყველას ომის წყურვილი დაგვაბრალეთ! საშინელი იმედგაცრუების განცდა დამეუფლა, ვკარგავთ შანსს, რომ უკეთესი განათლების, უკეთესი მომავლის, თავისუფალი ბაზრის, უკეთესი სოფლის მეურნეობის, უკეთესი ჯანდაცვის და უკეთესი სიბერის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი დატოვებს და წავლენ სწორედ ევროპასა და ამერიკაში. დაიცლება ქვეყანა, აი ის ქვეყანა სადღეგრძელოებითა და ისტორიით ბაქიბუქის ამარა რომ დაგვრჩა, აი ახლა დადგება, მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც განსაცდელის წინაშე როცა შუა და ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს ვეღარ შეინარნებს ქვეყანა! დავდგეთ და ვიშვიროთ ხელი აქეთ-იქით…
ხვალ გამოვლენ და გვეტყვიან არაფერი არ არისო, გეტყვიამ ისინი, ვისთვისაც და ვისი შვილებისთვისაც ევროპაც და აზიაც ხელმისაწვდომია. თქვენთვის რა არის ხელმისაწვდომი? არც არაფერი! დღითიდღე გაძვირებული და გაუფერულებული ცხოვრება.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც წარსულს უყურებს იმედით.
ეს არის გზა, არსაით!
გაიღვიძე ერო! გაიღვიძე ამის დედა ვატირე!”, – წერს სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.