”გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო.
მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს.”
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.