პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600 ბავშვი გახდა.

ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე აიაზმაში შესრულდა. ეს წელს რიგით პირველი საყოველთაო ნათლობაა. პანდემიიდან გამომდინარე, საყოველთაო ნათლობის ცერემონია თვეებია, არ ჩატარებულა. ნათლულები თავად ილია მეორემ დალოცა.

დღემდე, პატრიარქს 42 984 ნათლული ჰყავდა. დღეს მათ რიცხვს 1 600 დაემატა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share