პრემიერმა ღარიბაშვილმა “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ქვეყნის მოღალატედ” გამოაცხადა –
“ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს” – თქვა ღარიბაშვილმა საპარლამენტი ტრიბუნიდან.
საკანონმდებლო ორგანოში ის თავის წლიურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღარიბაშვილმა სამადაშვილი “ქვეყნის მტრობაში” დაადანაშაულა.