ოზურგეთელი ლუკა ჯავახაძე ევროპის პირველობისთვის იბრძოლებს

ოზურგეთელი მოჭიდავე ლუკა ჯავახაძე ( მწვრთნელი კახაბერ აბაშიძე) ევროპის პირველობისთვის იბრძოლებს.
ევროპის პირველობა ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, 20 წლამდელთა შორის 27 ივნისიდან , იტალიაში ქ. რომში დაიწყება.
საქართველოდან სულ 10 სპორტსმენი იჭიდავებს , მათ შორის იქნება ოზურგეთელი ლუკა ჯავახაძე. ის 55 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საწვრთნელი შეკრება, ჩემპიონატის წინ დუშეთში გაიარა.
ქვემოთ გთავაზობთ სიას, ვინც საქართველოდან ევროპაზე იჭიდავებს:
55 კგ – ლუკა ჯავახაძე
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ – რომეო ბერიძე
67 კგ – ნიკა ბროლაძე
72 კგ – თემურ ორჯონიკიძე
77 კგ – თორნიკე მიქელაძე
82 კგ – აჩიკო ბოლქვაძე
87 კგ – ბექა მელელაშვილი
97 კგ – კოტე სიჭინავა
130 კგ – მათე გოქაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი
მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია, გიორგი ავაზაშვილი
ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share