უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 34 530;
- ტანკი – 1 507;
- ჯავშანტექნიკა – 3 637;
- საარტილერიო სისტემა – 759;
- სარაკეტო სისტემა – 241;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99;
- თვითმფრინავები – 216;
- ვერტმფრენი – 183;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 622;
- საკრუიზო რაკეტები – 137;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 553;
- გემი/ნავი/კატარღა – 14;
- სპეციალური აღჭურვილობა – 60.