“საქართველო ოლიგარქიული მმართველობის გარეშე” – რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილიაა”, რომლის წევრებმაც 20 ივნისს გამართულ აქციაზე უკვე თქვეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად საქართველო
მხოლოდ შესასრულებელ პირობებს მიიღებდა, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული მოთხოვნებით სახალხო პროტესტს დაიწყებდა.
ცნობილია, რომ აქციას “შინ ევროპისკენ” 15 უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან
მთავარი არხი