ჟურნალისტი, თამუნა კეშელავა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერს მიმართავს და წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ცილისმწამებელთა პრემიერი.
“ნებისმიერ ადამიანს შემიძლია დავუძახო რაც მინდა, მაგალითად, რომ ის ტერორიზმშია შემჩნეული, მაგრამ თუ მტკიცებულებას ადამიანი ვერ მოიტანს, ის არის ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამება და ბრალდება!’ – ღარიბაშვილი, 24 ივნისი, 2022
მალხაზ მაჩალიკაშვილს მტკიცებულებების გარეშე მე ვეძახე ტერორისტი, პრემიერო, თუ თქვენმა გუნდმა?
ცილისმწამებელთა გუნდის პრემიერი ხართ, პრემიერო?
წინადადების პირველი ნაწილი პირველ პირშია – “ნებისმიერ ადამიანს შემიძლია დავუძახო რაც მინდა, მაგალითად, რომ ის შემჩნეულია ტერორიზმში…” – კი, ასეა, შეგიძლიათ, თქვენც და თქვენ გუნდსაც, ნებისმიერს დააბრალოთ რაც მოგეხასიათებათ…
და მერე მესამე პირში აგრძელებთ წინადადების მეორე ნაწილს – “თუ მტკიცებულებას ადამიანი ვერ მოიტანს, ის არის ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამება და ბრალდება!” – გაგახსენდათ, ეტყობა, რომ არაერთხელ გაგიკეთებიათ და ამიტომ ვეღარ გააგრძელეთ წინადადება პირველ პირში!
ოხერი რამეა ფსიქოლოგია!”, – წერს თამო კეშელევა.