სტალინის მოტრფიალე წაქაძე: “ხანდახან საჭიროა მკაცრი ხელი, ისეთი არა, მაგრამ ძალიან ცოტა მკაცრი ხელი საჭიროა”

“ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატი ბეჟან წაქაძე სტალინის “დადებით” თვისებებზე საუბრობს და მის მოღვაწეობასაც ასე აფასებს – “ისე ხანდახან საჭიროა მკაცრი ხელი, ისეთი არა, მაგრამ ძალიან ცოტა მკაცრი ხელი საჭიროა” – ამბობს წაქაძე “მთავარ არხთან” საუბარში.

წაქაძეს, 66 000 ლარი აქვს გადახდილი საბჭოთა დიქტატორის ფერწერულ ტილოში:

“მე ვაფასებ ადამიანში, შეიძლება ძალიან ცუდი  იყოს, მაგრამ რაღაც ჰქონდეს კარგი. სტალინსაც ჰქონდა გარკვეული, თუნდაც კარგი მცოდნე იყო ლიტერატურის, რუსულის, ქართულის და ყველაფრის. იყო მორწმუნე, ქრისტიანი, სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. ეს თვისებები დადებითი ჰქონდა” ამბობს ბეჟან წაქაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share