“ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს” – ასე მიმართავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.
ამ განცხადებით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება:
“როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს”, – წერს ილვესი.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, “ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან”. მეორე დღეს ამავე შინაარსის განცხადებები ირაკლი კობახიძემ გაიმეორა.