დეოლიგარქიზაცია – “ოცნების” დეპუტატები ფოთის საკრებულოში, ოპოზიციის წარწერებიანმა მაისურებმა გააღიზიანა

ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე – მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატების ჩაცმულობა გახდა. ენმ-ს დეპუტატები სხდომაზე დღეს მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებსაც სიტყვა “დეოლიგარქიზაცია” ეწერა.

ამ ქმედებამ მმართველი პარტიის წარმომადგენლები გააღიზიანა და პასუხად ოპონენტებს წარსული შეახსენეს და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფოტოები გამოფინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share