ოზურგეთში პირველი სკოლის პედაგოგს, ამ საღოამოს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.
„პირველი სკოლის პედაგოგია ინფიცირებული, ამ საღამოს მივიღეთ პასუხები. მისი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადასული, მათშორის მისი ორი კოლეგაც.“- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე იყო გადასული და საკლასო ოთახებში სწავლა დღეს განახლდა.