მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლებმა, გიგა მაქარაშვილმა და ნინო დანელიამ დღეს, ოზურგეთში, მოძრაობა “თავისუფლებისათვის” წევრთან, ირმა გორდელაძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
“სირცხვილიას” წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ფლაერები და ბუკლეტები დაურიგეს და მათ ევროინტეგრაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამჯერად, ხელისუფლების წარმომადგენლებს მოძრაობა “სირცხვილიასთვის” ხელი არ შეუშლიათ
მოსახლეობასთან საუბარი საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებში, აგრალურ ბაზართან,მსხვილ სუპერმარკეტებში და როგორც გიგა მაქარაშვილმა, ასევე ნინო დანელიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციას გურიაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს . ისინი იმედოვნებენ, რომ 3 ივლისს პარლამენტის წინ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება, ვიდრე ეს წინა ორ შემთხვევაში იყო და მთავრობა იძულებული გახდება მოსახლეობის მოთხოვნები შეასრულოს.