„სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ – ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიცვლება ისეთ გარემოში, როგორშიც ის იმყოფება. იმ პირობებში, სანამ ის იქნება პატიმარი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გვექნება ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი. მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც აქ არაერთხელ უკვე აღნიშნეს კვალიფიციურმა ექიმებმაც, რომ არის შეუძლებელი. ვისაუბრეთ იმ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით აქტუალური გახლავთ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share