“მიმდინარეობს განურჩეველი სროლა სამოქალაქო ობიექტებზე” – ნიკოლაევის გუბერნატორი

ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, რომ მთელი ქალაქის ტერიტორია იბომბება – ინფორმაცია უკრაინის ტელეგრამის არხებში ვრცელდება.

ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის, მაგრამ ვიტალი კიმის განცხადებით, მიმდინარეობს “განურჩეველი სროლა სამოქალაქო ობიექტებზე”. 

  • ნოვობუგსკაია – ცეცხლი უკიდია კაფეს;
  • მირა – იწყვის ავტომობილი;
  • ასტრონავტები – ჩამოაგდეს ჭურვი;
  • ვასლიაევა – ჭურვი ესროლეს ბინას;
  • პერვომაისკაია – ნამსხვრევებისგან დაჭრილია კაცი.

უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამის არხებში იუწყებიან, რომ უკრაინის დედაქალაქში, კიევში, განგაშის სიგნალები ჩაირთო.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights