დღეს, 4 ივლისს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართული ენისა და ლიტერატურის დაწერენ.
საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
კოვიდრეგულაციებიდან წელს მხოლოდ ერთი შენარჩუნდა – იმ შეთხვევაში, თუ აბიტურიენტს დადასტურებული აქვს კორონავირუსი კონკრეტულად იმ დღეს, როდესაც გამოცდაზე უნდა გავიდეს (ან არ არის კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 7 დღე გასული), გამოსაცდელი უნდა დარჩეს სახლში და მას განმეორებითი სესია ჩაუტარდება.
წელს საგამოცდო ცენტრები ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 41 000-ზე მეტ აბიტურიენტს მოემსახურება.