“იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ჩვენ ამ სახით ვერ შევცვლით და არც შევცვლით. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ.
მე იმის თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში”,
– ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.