სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ქართული ოცნების მმართველობის მეთოდებზე საუბრობს და პარალელს ავლებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, რომელიც თანამდებობიდან გადადგა.
“გადავავლოთ თვალი „ქართული ოცნების“ მმართველობას. რა მეთოდები გამოიყენეს/იყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
1. პირადი (სექსუალური) ცხოვრების კადრების გასაჯაროება კრიტიკოსების “გასაშავებლად”
2. სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა პოლიტიკურ ოპონენტებზე (ხაზარაძე-ჯაფარიძის მაგალითიც იკმარებდა)
3. ხალხისთვის საჯაროდ გაცემული დაპირებების უაპელაციო გაუქმება (მაგალითად, 20 ივნისს დაპირებული და მერე გადაფიქრებული პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით)
4. ევროპული სტრუქტურებისთვის გაცემული დაპირებების უაპელაციო გაუქმება (საკმარისია დავასახელოთ ე.წ. „მიშელის შეთანხმების“ ანულირება)
5. პატრიოტიზმის ყალბი მოტივით უდანაშაულო ადამიანების დასჯა (დავით-გარეჯის საქმე)
6. კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიები (მაგალითად, 5 ივლისს მედიის დაწიოკება)
7. საკადრო წმენდა და საჯარო სტრუქტურებიდან „უცხოების“ გაყრა
8. ცრუ პროპაგანდა ვითომ სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, რის ნიმუშადაც გამოდგება დასავლეთისთვის და ოპოზიციისთვის აბსოლუტურად ცარიელ ნიადაგზე წაყენებული ბრალდება, თითქოს მათ სურდეთ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა
თქვენ გააგრძელეთ!
ახლა გავიხსენოთ, რისთვის გადადგა/გადააყენეს ბორის ჯონსონი? კოვიდ პანდემიის შეზღუდვების დროს რეგულაციების ფარულად დარღვევის (წვეულების გადახდის) გამო.
ჰოდა, აი, ზუსტად აქ დევს განსხვავება საქართველოს ხელისუფლების „ევროპელობასა“ და ნამდვილ ევროპულ დემოკრატიას შორის!“– წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე.