ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„წავიკითხე ღარიბაშვილის ვრცელი წერილი და დავასკვენი, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციები არის გარდაუვალი და როგორც ჩანს, არის ძალიან ახლოს.
ამხელა პრემიერი კაცის ამხელა წერილი მხოლოდ იმიტომ დაუწერიათ, სამყარო დააჯერონ, რომ ბიძინა არაა ოლიგარქი (არ ერევა მთავრობის საქმეში და ქვეყნის მართვაში- არადა, პრემიერის მთელი წერილი მხოლოდ ამის დადასტურებაა).
ასე ახლოს და ასე რეალური თუ იყო დასანქცირების თემა, მეც არ მჯეროდა ბოლომდე და ღარიბაშვილის წერილით დავიჯერე“, – წერს ინგა გრიგოლია.