1-ელი აგვისტოდან გერმანია შეწყვეტს რუსული ნახშირის ყიდვას, 31 დეკემბრიდან კი უარს იტყვის რუსულ ნავთობზე.
ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იორგ კუკისმა განაცხადა, წერს Reuters.
„ვისაც ახსოვს “დრუჟბას” მილსადენის ისტორია, რომელიც უკვე საბჭოთა იმპერიის იარაღი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ტრივიალური არ არის, მაგრამ ამას მივაღწევთ რამდენიმე თვეში“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ნახშირის იმპორტის 40% და ნავთობის იმპორტის 40% რუსეთიდან ხდება.