ოპოზიცია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის განხილვის ვადის გადაწევა ხელისუფლების პასუხიმგებლობა და ხელიდან გაშვებული შანსია.
რომან გოცირიძის თქმით, ივანიშვილმა ჩვენი ევროპული ორიენტაციით ვაჭრობა დაიწყო.
ენმ-ს წევრი იმასაც აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები იყო სიგნალი ევროპელი ლიდერებისთვის და ეს ევროპარლამენტში არ გამორჩენიათ.
”ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ინფორმაციაა. ფაქტობრივად ივანიშვილმა დაიწყო ვაჭრობა ჩვენი ევროპული ორიენტაციით, მისი ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ. ბუნებრივია, მათ არ გამორჩებოდათ მხედველობიდან რაც ხდებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით, პრემიერის გუშინდელი განცხადება. ამიტომაც, ეს იყო ძალიან ნათელი სიგნალი ევროპისათვის“.- ამბობს რომან გოცირიძე.
ევროკომისიამ საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი 2023 წლისთვის გადაიდო – ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა.