საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოკვლევებს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარებდნენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას უკვე შეხვდა გიული ალასანია, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო ორი დღეა მესამე პრეზიდენტი თავს შესამჩნევად ცუდად გრძნობს.
ადვოკატები კი პარალელურად ამერიკულ საექსპერტო ბიუროებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. უკვე გადაგზავნილია უცხოელ სპეციალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიები. უახლოეს მომავალში კი გახდება ცნობილი კონკრეტულად რომელი ამერიკული კომპანია შეისწავლის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.
”მე რამდენადაც ვიცი, გაუკეთდა გასტროსკოპია. წინა დღეს ხომ არ იყო კარგად. რაღაც საკვები ვერ მიიღო და ალბათ იმიტომ. ეს ჩემი აზრია… ცოტა სუსტად არის. ძირითადად იწვა. მეტი დამაჯერებლობისთვის ალბათ ჯობია რომ იყოს კიდევ გარედან [ჩართულობა]. რამდენადაც ვიცი, ამერიკელები [ჩაერთვებიან], ” – ამბობს გიული ალასანია.