სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ აცხადებს:
,,სოსო გოგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი, განიცდის დაკავების დროს მიყენებული დაზიანებების ტკივილს. ვართ ბრალდების მოლოდინში, რომელსაც ველოდებით რამდენიმე საათში. დაზიანებებთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩაუტარდეს. მიმდინარე გამოძიების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოელოდა დაკავებას, დაკავების ოქმის თანახმად გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა. სავარაუდოდ, ეს შეეხება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.
სოსო გოგაშვილი უკანონო დაკავებას უკავშირებს მის აქტიურობას და განცხადებას, რომ აპირებდა მტკიცებულებების საჯაროდ გამოქვეყნებას, რომელიც შეეხებოდა წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებას. აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ”.