ოზურგეთელი ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონია.
ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი საიად ნაგჰიზადე დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ( ბერძნულ – რომაული სტილი) ოთხი სპორტსმენი ასპარეზობდა.
ერეკლე თავბერიძემ ნახევარფინალში თურქი მელიჰ იეგინი დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ საიად ნაგჰიზადე. ( მწვრთნელები : ძმები ზურაბიანები , კობა ბალავინოვი)
ევროპაზე მყოფმა რეზი გუჯაბიძემ და ლუკა ფუფიამ ბრინჯაოს მედლები აიღეს! ( მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე).