აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთას რუსეთს გადასცემს

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიჭვინთა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ხდება.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

აფხაზეთის ე.წ პარლამენტის დეპუტატებისთვის მარტში გახდა ხელმისაწვდომი.

ბიჭვინთის გასხვისებას აფხაზეთში მცხოვრებლები და დე ფაქტო ოპოზიციონერები აპროტესტებენ.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ბიჭვინთის ანექსიაზე განცხადება არ გაუვრცელებია. არაფერი უთქვამთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სუს-ს და პრემიერმინისტრს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share