ევროპარლამენტარები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რას აკეთებს ვლადიმერ პუტინის რუსეთი ქვეყანაში და როგორ ყოფს ქართულ სოფლებს მავთულხლართებით.
ევროპარლამენტის წევრები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მათგანაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მთავრობის წარმომადგენლები არ ჩასულან.
ევროპარლამენტარები ამ დროისთვის თბილისში იმყოფებიან. დღეს მათ შეხვედრები ექნებათ “ქართული ოცნების” წევრებთან, ასევე სავარაუდოდ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.