“ქართულ ოცნებაში” არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალებს “შეთითხნილს” უწოდებენ.
მისი თქმით, “ამგვარი ინსინუაციები “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებას ჩრდილს ვერ მიაყენებს”.
არ ვიცი, რა ფაილებია შეთითხნილი. მესმის, რომ არჩევნებში მარცხის სიმწარე ძნელად გადასატანია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას უნდა შევეგუოთ, ქვეყანა არ უნდა დავაქციოთ და ათასი სიბინძურე და ჭორ-მართალი არ უნდა გავავრცელოთ”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
არჩევნების ტოტალურად გაყალბების სქემა დღეს მესამე სექტორმა გაასაჯაროვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს დაადასტურეს, რომ ფაილები მათ დაკავებამდე რამდენიმე თვით თვით სუს-ისა და “ქართული ოცნების” ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა გადასცა.