“არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ცალკეულ ელჩებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზმაუს ეთერში საუბრობს.
ის ასევე ამბობს იმასაც, რომ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს.
პოლარიზაციის მიმართ, რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკს ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს.
40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული.
არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების ელჩზე მიტანილი იერიშის გამო, ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაფრთხილება მიიღო.