საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებსა და ტრამპის მომხრეების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ზოგადად ოლიგარქების მხრიდან დემოკრატიის ხედვას ასე აფასებს: “ჩვენ ვიკითხოთ თორემ, ამერიკას გუშინ არაფერი არ ემუქრებოდა. ივანიშვილი თვლის, რომ საქართველო ეკუთვნის მას, ისევე როგორც პუტინი თვლის, რომ რუსეთი ეკუთვნის მას, ან უკრაინაში თვლიდა რამდენიმე ადამიანი ამას. ოლიგარქებს ყველას ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ ყველა დაბადებული მათთვის. ძაან საცოდავი ხალხია. სიბანძეა რა, ცოტა ვულგარულად რომ ვთქვა, ტეხავს. პუტინს, ივანიშვილს და ამ ტიპის ხალხს მიაჩნიათ, რომ დემოკრატია არის ფარსი, რომ არის უბრალოდ თამაში, მოჩვენებითი რაღაცა…პრინციპში ყველა იყიდება, ნაწილობრივ არც ცდებიან, დიახ ნაწილი დემოკრატიის იყიდება დიახ”.- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთამ ტვ “მთავარის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში”.
მსგავსი სტატიები
- 96
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…
- 96
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. პრემიერ გიორგი გახარიას წერილის ქართულ თარგმანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს. "ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების…
- 95
როგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
- 95
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…