ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი შემოიღო. შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ხუთშაბათს, 21 ივლისს გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ შეზღუდვები მოიცავს ოქროს შეძენის, იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რომელიც „ენერგორესურსების შემდეგ რუსული ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია“. განმარტავენ, რომ ეს აკრძალვა სამკაულებსაც ეხება. ის ძალაში დღეიდან, 22 ივლისიდან შედის.
ამასთან, მთლიანობაში ახალი შემაკავებელი ზომების ქვეშ მოექცა 57 პირი და ორგანიზაცია. მათ შორის მოტოკლუბი “ღამის მგლების” პრეზიდენტი ალექსანდრე ზალდასტანოვი, ა.მ. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და სამხედრო-პატრიოტული მოძრაობა “იუნარმია”.
სანქციების სიაში ასევე შედიან რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი, მოსკოვის მერი სერგეი საბიანინი, მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში იური ჩაიიკა და სხვები.
დასავლეთის ქვეყნებმა გააძლიერეს სანქციების ზეწოლა რუსეთზე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი წამოიწყო.
cnews.ge