“სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ”, — თქვა მინისტრმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
აზარაშვილის თქმით, მსგავს შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე პასუხისმგებელი კლინიკა იქნება.
ეპიდვითარებაზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ “მნიშვნელოვნად შეცვლილი სურათი არ გვაქვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში”.
საპასუხოდ წამყვანის რეპლიკისა, რომ გასულ თვეებთან შედარებით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, აზარაშვილმა დასძინა:
“მატება აბსოლუტურ მაჩვენებლებში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და საგანგაშო, რომ რაიმე პანიკა ან ქაოსი გამოიწვიოს ხალხში. საბედნიეროდ, ამ შემთხვევებიდან მინიმალური რაოდენობაა, სულ რამდენიმე, ვინც კლინიკებში ხვდება”.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 10-დან 17 ივლისის ჩათვლით, 72 073 ტესტით, საქართველოში COVID-19-ის 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი. უკანასკნელი 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 10.84%-ია.
შედარებისთვის, ამავე სტატისტიკით, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, 63 659 ტესტით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა აღირიცხა. იმავე პერიოდში 3 პაციენტი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი 8.10% იყო.
მანამდე, 27 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში, კორონავირუსი საქართველოში 2 570 ადამიანს დაუდასტურდა.