„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძემ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას:
„დაგეგმილი გვაქვს ევროკომისიის და ევროპარლამენტარების ჯგუფთან კონსულტაციები, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ წარდგენილი ესა თუ ის პაკეტი მათ მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. ასე რომ სრულყოფილი პაკეტები იქნება სექტემბრისთვის და მერე უკვე საზოგადოება განსჯის, რომელიც პაკეტი სჯობს – ხელისუფლების შეთავაზებული თუ ოპოზიციის. “ქართული ოცნება” ბევრ რამეს არ აპირებდა, შემდეგ ბევრი რამე დათმო და გააკეთა. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს აქტიურობაზე, საზოგადოების აქტიურობაზე“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.