საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.
„უტარდება მორიგი გამოკვლევა. სუსტდება ადამიანი, პრაქტიკულად ვეღარ დადის. ფერი აქვს საშინელი, ჩემი თავლით, ყოველდღე უარესდება. როგორც ჩანს, სხვა მიზეზებიც არის, რომელიც არ არის გამოკვლეული. საერთოდ, რა უნდა ამ ადამიანს ციხეში, დავიწყოთ აქედან, რატომ არის ადამიანი ციხეში, რომელმაც სახელმწიფო ააშენა და გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ალასანიამ.