ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კობახიძეს მიკროფონი რომ არავინ მიუშვიროს?“ – წერს ნანუაშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სახედაკარგული უწოდა.
სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც…სამარცხვინო შენ….“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.