ყვავილით ინფიცირებულებს აქამდე უცნობი, ახალი სიმპტომები უვლინდებათ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსით ინფიცირებულებს გენიტალურ ზონებში, ანუსსა და პირის ღრუში სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ.
აქამდე მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებისთვის შემდეგი სიმპტომები ახასიათებდათ:
- მაღალი ტემპერატურა
 - თავის ტკივილი
 - კუნთების ტკივილი
 - ზურგის ტკივილი
 - შეშუპებული გლანდები
 - გამონაყარი
 - სისუსტე
 
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.








