ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს – მათიკაშვილი კობახიძეზე

“ბატონი გია კობახიძე, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი და შემდგომ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოს და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმევებაში და გამყარებაში, ბატონი არახამია, კი როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას საქართველოს მტრობაში ეცილება პირველობას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს., ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი სადაც ღია ცილისწამებას და მტრობასთან ერთად აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური მაგრამ ძალზედ უბადრუკი მცდელობა.

რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის “მაღალ” პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს ირაკლი კობახიძეს”. 

წერს “ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი და “მთვარის” ჟურნალისტზე კობახიძის თავდასხმას ამართლებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share