მთისპირის საჯარო სკოლის ტრენინგ კურსის დახურვის ღონისძიება

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამოცხადებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის დახურვის ღონისძიება მთისპირის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.

კურსის მიზანი იყო, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება   განახლებადი ენერგიების, გარემოსდაცვითი და პროფესიული ორიენტაციის შესახებ

 

  1. სერტიფიკატი მთისპირის საჯარო სკოლის 23 მოსწავლემ მიიღო
  2. კურსის ფარგლებში ჩატარდა 6 შეხვედრა
  3. მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში მოინახულეს კინტრიშა ჰესი და პეტრას ციხე-სიმაგრე
  4. ტრენინგის მოწვეული სტუმარი იყო მწერალი, დავით ტურაშვილი
  5. ტრენინგს უძღვებოდა სამი ტრენერი: გიორგი ბერეჩიკიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი, ქეთი ლობჟანიძე – ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი და ხათუნა იოსავა – საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან.

 

გთხოვთ, იხილოთ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიის და მწერალ დავით ტურაშვილის სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა:

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share