რუსეთში, ვლადიმირის ქალაქის საავადმყოფოში 51 წლის აფხაზი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ალხას აგრბა, რომელიც კრიმინალურ საზოგადოებაში უფრო ცნობილია როგორც ალხას გუდაუცკი, გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Prime Crime ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი 25 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის ქრონიკული ციროზის გართულება გახდა.
როგორც ცნობილია, ალხას აგრბას 2021 წლის 8 დეკემბერს ვლადიმირის რაიონულმა სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა ე.წ. ქურდის სტატუსისთვის, რომლის ფლობაც, მან არ უარყო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ალხას აგრბას, რომელიც მანამდე ათჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის შვიდჯერ ნარკოტიკული ნივთიერებების გამო.