უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იმედს გამოთქვამს, რომ „უკრაინის დიდი მეგობარი“ ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პოლიტიკაში თვალსაჩინო ადგილზე დარჩება.
„მე მინდა, რომ ის იყოს სადმე [ბრიტანეთის] პოლიტიკაში და შეძლოს გარკვეული თანამდებობის დაკავება. არ მინდა, რომ ის გაქრეს, მაგრამ გადაწყვეტილება ბრიტანელი ხალხის ხელშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჯონსონი რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის დადგება უკრაინის გვერდით“, – განაცხადა მან.