ბობოყვათის აჭარა ტექსტილის სამკერვალოს მუშაობა რამდენიმე საათია შეჩერებულია. ადგილზე 1 300-მდე თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა. მათ შორის 30-მდე ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
მიზეზი, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა. ოფიციალურად რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.
გავრცელდა ვერსია, რომ ინტოქსიკაცია გაზმა გამოიწვია, თუმცა “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენელმა და კომპანიის დირექტორმა აღნიშნული უარყო. მათი თქმით, იმ დარბაზს, სადაც თანამშრომლები იყვნენ გაზი საერთოდ არ მიეწოდება.
ფაქტს სამართალდამცავები და შრომის ინსპექცია სწავლობს.